სროლა რუსთავის ბაზრობაზე: არიან დაჭრილები და დაღუპულები

მომხდარ ფაქტზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. რუსთავში, ე.წ სტამბულის ბაზრობის ტერიტორიაზე სამი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს, იუწყება სააგენტო „ინფო რუსთავი".
გავრცელებული ინფორმაციით, ბაზრობის ტერიტორიაზე შეიარაღებული უცნობი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეებს ცეცხლი გაუხსნა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.