ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს ინტერვიუ მისცა - ფოტო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინტერვიუ მისცა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს. შეხვედრის ძირითადი მომენტები ნახეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში
Sputnik
ამერიკელი ჟურნალისტი და კონსერვატიული არხის, Fox News-ის ყოფილი თანამშრომელი ტაკერ კარლსონი კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურთან ინტერვიუ ვიდეოფორმატში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რა დროსაც პუტინმა დაახლოებით 60 კითხვას უპასუხა.
1 / 8

ინტერვიუს ჩატარების განზრახვა ჟურნალისტმა იმით ახსნა, რომ რიგითმა ამერიკელებმა არ იციან, რა ხდება რუსეთსა და უკრაინაში.

2 / 8

პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინი ტაკერ კარლსონთან საუბარს დათანხმდა, რადგან მიმომხილველის პოზიცია დანარჩენებისგან განსხვავდება, ის „არანაირად არ არის პრორუსული და არც პროუკრაინული. ის უფრო პროამერიკულია“.

3 / 8

საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა დაახლოებით 60 კითხვას უპასუხა.

4 / 8

ჟურნალისტის საიტზე გამოქვეყნებლი ყველა ინტერვიუდან ეს ყველაზე გრძელი იყო.

5 / 8

უკრაინის გარდა, განიხილებოდა „ჩრდილოეთის ნაკადებისა“ და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების თემები.

6 / 8

სოციალურ ქსელ X-ზე უკვე 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა ინტერვიუ.

7 / 8

ხოლო მის შესახებ პოსტების რაოდენობამ 1,3 მილიონს გადააჭარბა.

8 / 8

გარდა ამისა, ინტერვიუმ მესამე ადგილზე აიწია YouTube-ის ტრენდებში.