თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 3,5%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).
უწყება სამშენებლო ღირებულების ინდექსს (CCI) ითვლის, რომელიც საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურების საშუალო ფასის დონეს წარმოადგენს საბაზისო პერიოდთან შედარებით.
საქსტატის ცნობით, თვის განმავლობაში ინდექსის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2,6%-ით ზრდით.
2023 წლის დეკემბერში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 17.3%-ით გაიზარდა, რაც ხელფასების 52%-ითა და ტექნიკისა და აღჭურვილობის ფასების 26.5%-ითაა გამოწვეული.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნისსაინვესტიციო გარემოსშესაფასებლად, ისესამშენებლო სფეროშიდაგეგმვისა დაგადაწყვეტილების მიღებისთვის.