მსოფლიო დღეს

Kyodo: აშშ კურილის კუნძულების ყოფილ მოსახლეობას უკან დაბრუნებაში დაეხმარება

Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ელჩი იაპონიაში რამ ემანუელი კურილის კუნძულების — კუნაშირის, იტურუპის, შიკოტანისა და ჰაბომაის ყოფილ მცხოვრებლებს დაპირდა, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება მათ მშობლიურ მხარეში დაბრუნებაში, იუწყება სააგენტო Kyodo.
„უნდა გვახსოვდეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ბრუნდებიან თავიანთ სახლებში. მე გადავეცი მათ, რომ შეერთებული შტატები მხარში ამოუდგება და დახმარებას გაუწევს ამ საქმეში“, — უთხრა ემანუელმა ჟურნალისტებს ქალაქ საპოროს მერთან, კაცუჰირო აკიმოტოსთან შეხვედრის შემდეგ.
ელჩს შეხვედრის დეტალები არ გაუმჟღავნებია, თუმცა განაცხადა, რომ მკვიდრი მოსახლეობის კუნძულებზე დაბრუნება ნამდვილად შესაძლებელია.
7 თებერვალს იაპონიაში ჩრდილოეთ ტერიტორიების დღე (ასე უწოდებენ იქ კურილის კუნძულებს) აღინიშნა. ეს დღე შიმოდის ტრაქტატს ეძღვნება, რომელსაც 1855 წელს მოეწერა ხელი იაპონიასა და რუსეთს შორის, და რომლის თანახმადაც, იაპონიას კუნაშირი, შიკოტანი, იტურუპი და ჰაბომაი გადაეცა — კუნძულები, რომელთა დაბრუნებასაც ის მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე ითხოვს რუსეთისგან.