გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ რეკორდი დაამყარა

მამარდაშვილმა „ვალენსიას" ყოფილი მეკარის ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი მოხსნა, რომელმაც კლუბში 59 მატჩი ჩაატარა.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ კლუბ „ვალენსიის“ შემადგენლობაში რეკორდი დაამყარა - მან გუნდში ზედიზედ 61 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, იუწყება „პირველი არხი“.
ეს ესპანური კლუბის ისტორიაში მეკარეებს შორის ყველაზე მაღალი შედეგია.
მამარდაშვილმა „ვალენსიას" ყოფილი მეკარის ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი მოხსნა, რომელმაც კლუბში 59 მატჩი ჩაატარა.
ქართველი მეკარე „ვალენსიის“ სარეზერვო გუნდს ერთწლიანი იჯარით უფლებით 2021 წლის 7 ივნისს შეუერთდა, მაგრამ კლუბის მწვრთნელ ხოსე ბორდალასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს დაეხმარა მას კლუბის ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებაში. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ ქართველი ლეგიონერის კონტრაქტი გამოისყიდა.
2021 წელს მამარდაშვილი უეფა-ს ვერსიით მოხვდა 50 ახალგაზრდა სპორტსმენის სიაში, რომელთაც ყურადღება უნდა მიექცეს.