თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

Sputnik
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ტაშკენტის, შარტავას, ცაგერის, გურამ ფანჯიკიძის, ცაგარელის, ბუდაპეშტის, დები იშხნელების, გოთუას, იოსებიძის, კანდელაკის, გაგარინის და ონიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების და გოთუას ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, მესხის, არგვეთის, ტყეშელაშვილის, ტყეკულტურის, მანგლისის, ჩხიკვაძის და ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის და ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, თეთრიხევის დასახლების, სამგორის, საფაროვა-აბაშიძის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ღამბაშიძის, კოსტავას, თარხნიშვილის და ქუჩიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.