თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა, რომელიც დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო იყო შეჩერებული, 8 თებერვალს დილიდან განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
სარკინიგზო მიმოსვლა თბილისსა და ბათუმს შორის 6 თებერვალს იმერეთში (მოლითთან) ჩამოწოლილი მეწყრის გამო შეჩერდა, უამინდობის გამო 7 თებერვალს ყველა რეისი გაუქმდა.
„საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და ხვალ დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.