საჰაერო ბურთის ჩამოვარდნა ასურეთში - გაირკვა დაღუპულთა ვინაობა

უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი - ოპერატორი და ორი პილოტი
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ასურეთთან საჰაერო ბურთის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზთან შეეჯახის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი დაიღუპა.
გარდა ამისა, სამ დაღუპულს შორის არის ასევე ორი პილოტი - კომპანია Sky Travel-ის დამფუძნებელი და დირექტორი რევაზ უთურგაური და მისი პოლონელი კოლეგა კრისტოფ ზაპარტისი.
როგორც ირკვევა, ფრენა ექსპერიმენტული იყო. ის ფოთიდან დღეს დილით დაიწყო და კახეთის რეგიონში, აზერბაიჯანის საზღვართან უნდა დასრულებულიყო. ფრენა ტურისტული კომპანია Sky Travel-ის მიერ იყო ორგანიზებული.