ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე პოლონეთში დააკავეს

მამაკაცი, რომელიც ქურდობისთვის დააკავეს, ინტერპოლით რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის იძებნებოდა.
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი– Sputnik. პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" პოლონურ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის მამაკაცი ქალაქ გდინიში ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობის დროს დააკავეს.
მოგვიანებით, პოლიციამ გაარკვია, რომ საქართველოს მოქალაქე რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით დროებითი პატიმრობა შეეფარდა.