თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ამ დროისთვის თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები შეუფერხებლად მუშაობენ, უამინდობის მიუხედავად ყველა რეისი განრიგის მიხედვით სრულდება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" აეროპორტების გაერთიანების „ცხელ ხაზზე".
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა, აჭარაში უამინდობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 6 თებერვალს მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ზღვაზე 6-ბალიანი შტორმი, მთიან რაიონებში თოვლი, ნისლი და ლიპყინული.
8 თებერვლიდან კი მეტეოროლოგები ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრ მატებას და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.