თბილისში ტრადიციული გამოფენა Caucasus Build გაიმართება

გამოფენას, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს, კორპორატიულ და კერძო კლიენტებს, რეგიონულ და საერთაშორისო სტუმრებს იზიდავს, თბილისი 29-ედ უმასპინძლებს
Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. თბილისში მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 26 აპრილს გაიხსნება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
Caucasus Build საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს პავილიონებში 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ღონისძიება, რომლის მიზანიც სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, 29-ედ შეკრებს სამშენებლო სექტორში მომუშავე ქართულ და უცხოურ კომპანიებს.
Caucasus Build — რეგიონში მშენებლობის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა. იგი იდეალური ადგილია გლობალური სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალებისა და წამყვანი წარმომადგენლებისთვის, რათა ისინი საქართველოსა და კავკასიის სამშენებლო ინდუსტრიაში ჩაერთონ, შეხვდნენ მოწინავე სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებსა და მომწოდებლებს. ბოლო წლებში აღნიშნული ღონისძიება ყველაზე მსხვილი საკომუნიკაციო პლატფორმაა ამ დარგში.
გამოფენაზე გაიმართება თემატური ღონისძიებები, პანელური დისკუსიები და საქმიანი შეხვედრები, რომლის დროსაც მონაწილეები გაეცნობიან ბაზრის სიახლეებს და შეხვდებიან პოტენციურ პარტნიორებს.
გამოფენა ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს, კორპორატიულ და კერძო კლიენტებს, რეგიონულ და საერთაშორისო სტუმრებს იზიდავს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი