თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. თბილისსა და ბათუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა იმერეთში ზვავსაშიშროების გამო შეჩერებულია, - ამის შესახებ Sputnik-საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზზე განუცხადეს.
„ხარაგაულთან ზვავი ჩამოვარდა, რის გამოც მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. უკან დაბრუნდნენ თბილისიდან და ბათუმიდან გამოსული მატარებლები. ზვავი ჩამოწვა 19:56 საათზე და მას შემდეგ მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია“, – განცხადეს ცხელ ხაზზე.
გარდა ამისა, გადაიდო ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ფოთის მატარებლების გასვლა.
თბილისიდან ბათუმში ყოველდღიურად ღამის მატარებელი დადის, ხოლო ბათუმიდან ღამით მატარებელი ქუთაისის მიმართულებით მოძრაობს.