ილუზიები არ გვაქვს - მინისტრობის კანდიდატი საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე

საქართველოს მთავრობა მუშაობს ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, სტრუქტურულ რეფორმებზე და საექსპორტო პოტენციალის გაფართოებაზე, განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ილუზია, რომ ქვეყნის ეკონომიკამ ყველა გამოწვევა გადალახა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ შეძლო პანდემიის შემდეგ შოკის დაძლევა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 2022 წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა. ამგვარად, მაჩვენებლები 2021 და 2022 წლებში რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ ერთნიშნა ციფრს დაუბრუნდა. უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს - 15,6%-ს მიაღწია.
„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ქვეყანაში ყველა გამოწვევა დაძლეულია: უმუშევრობის პრობლემა და სიღარიბე არ დაძლეულა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე, სტრუქტურული რეფორმების გატარებაზე, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ვაჭრობის ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ 2024 წლისთვის ეკონომიკური აქტივობა თავისი პოტენციურ დონეს მიუახლოვდება და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი წლის განმავლობაში 5%-ით გაიზრდება.
აზიის განვითარების ბანკი და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings ასევე პროგნოზირებენ ეკონომიკურ ზრდას 5%-ით, მსოფლიო ბანკი კი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 4,8%-ის დონეზე პროგნოზირებს.