დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა: გაუქმებული რეისები

სარკინიგზო მიმოსვლა 6 თებერვალს ზვავის ჩამოწოლის გამო შეჩერდა
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ უამინდობის გამო 7 თებერვლისთვის დაგეგმილი რვა რეისი გააუქმა.
გავრცელებული ინფორმაციით, უხვი თოვლის გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში მეწყერი ჩამოწვა.
როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე მოძრავი შემადგენლობები საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.
„აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე“, - აღნიშნავენ „საქართველოს რკინიგზაში“.
თბილისსა და ბათუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა ზვავსაშიშროების გამო შეჩერებულია>>
კომპანიის გადაწყვეტილებით, გაუქმდა 7 თებერვლისთვის დაგეგმილი შემდეგი რეისები:
თბილისი-ბათუმი
თბილისი-ზუგდიდი
თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი
ბათუმი-თბილისი
ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი
ფოთი-თბილისი
ხაშური-ზესტაფონი
ზესტაფონი-ხაშური
„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.