ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზის გრანდ სლემზე პირველი ვერცხლი მოიპოვეს

2023 წელს პარიზში ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს მედალი და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს გიორგი ჩიხელიძემ (73 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ჩიხელიძემ ხუთი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ ტაცუკი იშიჰარასთან ვაზარით დამარცხდა.
კიდევ ორმა ქართველმა – დიმიტრი გოჩილაიძემ და ვლადიმერ ახალკაცმა (ორვე 81კგ) გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულეს.
კვირას პარიზში უნდა ეჭიდავა ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს (90კგ), რომელიც ნაკრების განაცხადში მოხვდა, მაგრამ მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტურნირიდან ჩაიხსნა.
2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.