თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. სპილენძის ქურდობისთვის საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება „TV პირველი“.
პოლიციამ ეჭვმიტანილი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე დააკავა. მას ახლა შვიდთვიანი პატიმრობა ემუქრება.
ბერძნული მედიის ცნობით, 39 წლის მამაკაცი წარსულში ასევე ქურდობისთვის იყო ნასამართლევი, თუმცა სალონიკის საპატიმროდან თანამზრახველთან ერთად გაიქცა.
კაცმა საკანში ზეწარისგაან 20 მეტრიანი თოკი გააკეთა, ფანჯრიდან გადაძვრა და გაქცევა მოახერხა (!).