თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ძალოსანთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა სპორტსმენების შემადგენლობა განსაზღვრა, რომლების სოფიაში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის დედაქალაქში სტარტს 12 თებერვალს აიღებს. ეს არის ბოლოსწინა ტურნირი, რომელშიც სპორტსმენები 2024 წლის ზაფხულში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ.
საქართველოს ნაკრების განაცხადი:
რამინ შამილიშვილი, გოდერძი ბერდელიძე (55 კგ),
შოთა მიშველიძე (61 კგ)
გოგა ჩხეიძე (67 კგ)
არჩილ მალაყმაძე (73 კგ)
რევაზ დავითაძე (96 კგ)
ირაკლი ჩხეიძე (102 კგ)
ზაზა ლომთაძე (109 კგ)
ლაშა ტალახაძე, ბაქარ თურმანიძე (+109 კგ)
მარიამ მურღვლიანი (87 კგ)
ანასტასია გოტფრიდი (+87 კგ).
ნაკრების რეზერვი: ზურაბ მსხალაძე (98 კგ), გიორგი კირვალძე (109 კგ), მარიამ მაისურაძე (55 კგ) და ნანა ხორავა (71 კგ).
გასული ევროპის ჩემპიონატი სომხეთში 2023 წლის აპრილში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა მედლების საერთო რაოდენობით - ორი ოქრო, ორი ვერცხლი - მეორე ადგილი დაიკავა.
ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) კონტინენტის ჩემპიონატის ოქროს მედალი მეშვიდედ მოიპოვა.