წერეთლის გამზირის რემონტი თბილისის მერიისათვის მტკივნეული საკითხია
სამუშაოები წინამორბედი კომპანიების გამო გაიწელა
მერიამ პირობა დადო, რომ იანვრის ბოლოს გამზირის რეაბილიტაცია დასრულდებოდა
კახა კალაძემ პირადად განაცხადა, რომ ასფალტის საფარი დათქმულ დროში დაიგებოდა
როგორც კალაძემ განაცხადა, საქმეს შეუდგებიან სხვა კომპანიები
წინამორბედი კომპანიები კი შავ სიაში მოხვდნენ
ჯამში სამუშაო ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა
სამუშაოები დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა
შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დამონტაჟდა მიწისქვეშა სანაგვე კონტეინერები
დაიხაზა ავტობუსის ზოლებიც
გაჩერებები ახლა ქუჩის ცენტრში განთავსდება
თუმცა ზოგ ადგილზე გაჩერება იქ იქნება, სადაც ადრე იყო
გამზირზე სამფენიანი ასფალტი დაიგო
ავტომობილისტები კმაყოფილები არიან, რადგან ერთი წლის განმავლობაში აქ საცობები და გაუვალი გზები იყო
თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია
დასასრულებელია ტროტუარები და გზის საფარი
გამზირზე ბევრგან მოეწყობა მწვანე საფარი
გზის საფარი განახლდა დინამოს სტადიონთანაც
რეაბილიტაციის დასასრულებლად მერიამ კომპანიებს ორი თვე მისცა
მარტის ბოლოს წერეთლის გამზირი სრულად განახლებული უნდა იყოს
გამზირზე მოეწყობა ველობილიკები, ავტობუსის ზოლები და ახალი განათებები