თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. რუსეთი მზად არის, გადასცეს პარტნიორებს კონკრეტული ტექნოლოგიური და პლატფორმული გადაწყვეტილებები, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ყაზახეთში საერთაშორისო ციფრული ფორუმი Digital Almaty 2024-ის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
„ჩვენ მზად ვართ, პარტნიორებს გადავცეთ რუსული მიდგომები და კონკრეტული ტექნოლოგიური და პლატფორმული გადაწყვეტილებები, გავუზიაროთ მათ ისინი. ამასთან — ხაზს ვუსვამ — დახურულ კონტურში გამოსაყენებლად. ანუ, ყველა ქვეყანამ უბრალოდ უნდა, და ვალდებულია, შეინარჩუნოს მონაცემთა სუვერენიტეტი“, — თქვა მიშუსტინმა.
როგორც მან აღნიშნა, საერთო მხოლოდ პლატფორმის ბირთვის სერვისები დარჩება.
მიშუსტინს მიაჩნია, რომ ასეთი საკუთარი და საიმედო სისტემების ქონა უბრალოდ აუცილებელია.