თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თბილისში, ე.წ. აეროპორტის დასახლებაში ასაკოვანი კაცი მოკლეს, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს, იუწყება ტელეარხი „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაულში ბრალდებული, სავარაუდოდ, მოკლულის მეზობელია.
ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.
მედიის ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.