თბილისი, 31 იანვარი − Sputnik. არსებობს მოსაზრება, რომ ახალგაზრდობაში ნაადრევი ჭაღარის გაჩენას „სუსტი ნერვები" იწვევს, მაგრამ ეს ასე არ არის, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, მეცნიერებმა პროექტ CANDELA-ში მონაწილე 6630 ადამიანზე დაკვირვებით დაადგინეს, რომ სტრესი არ ახდენს გავლენას მელანინის წარმოქმნაზე, რომელიც თმას ფერს აძლევს.
სინამდვილეში ადრეულ ჭაღარას რამდენიმე ობიექტური, სამედიცინო ხასიათი მიზეზი აქვს. ესენია:
1.
ჰორმონალური პრობლემები − ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: როცა ადამიანს ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი აქვს, მისი ორგანიზმი ნაკლებ მელანინს გამოიმუშავებს. ეს არის პიგმენტი, რომელიც ფერს აძლევს თმას, კანსა და ფრჩხილებს.2.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები − მაგალითად, დისბაქტერიოზი, რომელმაც შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს სასარგებლო მიკრო- და მაკროელემენტების შეწოვის პროცესზე, რა დროსაც ყველა სასარგებლო და საჭირო ნივთიერებას სხვა ორგანოები „წაიღებენ“, თმის ფოლიკულებს კი არაფერი დარჩებათ.3.
ოსტეოპოროზი − ჭაღარის ნორმალურ ასაკობრივ დიაპაზონში გაჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს სახსრები კარგ მდგომარეობაში აქვს. ამიტომ, თუ გაჭაღარავება ადრეულ ასაკში (25-30 წლამდე) იწყება, აუცილებელია კონსულტაციის გავლა რევმატოლოგთან.4.
ოსტეოპენია − ანუ მყიფე ძვლები, ასევე ასოცირდება ნაადრევ ჭაღარასთან. როცა ძვლის მინერალური სიმკვრივე იკლებს, თეთრი თმა 4,4-ჯერ უფრო სწრაფად ჩნდება. და თუ 40 წლის ასაკში ადამიანს თმის ნახევარი ჭაღარა აქვს, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ მისი ძვლის სიმკვრივე ნორმალურ მნიშვნელობაზე დაახლოებით 5-10%-ით დაბალია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იზრდება მოტეხილობების ალბათობა.5.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები − კაიროს უნივერსიტეტის კარდიოლოგების თქმით, ნაადრევი, სწრაფი ჭაღარა გულის იშემიური დაავადების გაზრდილ რისკზემიუთითებს. აღმოჩნდა, რომ რაც მეტი ჭაღარა აქვს ადამიანს, მით უფრო მაღალია კორონარული არტერიების კალციფიკაციის დონე.6.
EVA-სინდრომი − ნაადრევი ჭაღარის კიდევ ერთი მიზეზი სისხლძარღვების ნაადრევი დაბერებაა, რომლის დროსაც თმის ფოლიკულების ქსოვილებში ჟანგბადის ქრონიკული დეფიციტი იწყება. არსებითად, ფოლიკულები ჰიპოქსიასგანიცდიან, რის შედეგადაც თმა თხელდება და სწრაფად კარგავს ფერს.7.
დისპლაზია − საუბარია შემართებელი ქსოვილების პრობლემაზე. შვეიცარიელი მეცნიერების თქმით, შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზიას კოლაგენის სტრუქტურის შეცვლა შეუძლია. შედეგად, ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ფოლიკულები ნაკლებად ინტენსიურად იკვებება და თმაში ვერცხლისფერი ჩნდება.