თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დაცვის პოლიციის თანამშრომლის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის პრობლემები გახდა.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა დაცვის პოლიციის დეპარტამენტმაც.
უწყება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო.
„პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", - წერია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.