რა მიზნით ჩამოდიოდნენ უცხოელები საქართველოში 2023 წელს

ყველაზე მეტი ტურისტი 2023 წელს ეწვია თბილისსა და აჭარას. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 5,4 ღამეს ატარებდნენ.
Sputnik
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს 2023 წელს 7,1 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 2022 წელთან შედარებით 30,3%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.
15 წელს ზემოთ ასაკის პირთა ვიზიტების რიცხვია 6,2 მლნ, რაც 2022 წლის მონაცემზე 31,2%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 5,1 მლნ შეადგინა. საქართველოში ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 4,7 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის მონაცემზე 27,8%–ით მეტია.
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება, ნათესავებისა და ნაცნობების მონახულება, ასევე ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში.
უცხოელების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი

ჩამოსვლის მიზანი

ვიზიტების რიცხვი, ათასი

საერთო რაოდენობის წილი, %

დასვენება და გართობა

3.228,9

52,3

ნათესავების მონახულება

1.257,9

20,4

ტრანზიტი სხვა ქვეყნებში

789,1

12,8

სამუშაო

418,9

6,8

შოპინგი

330,8

5,4

მკურნალობა

28,9

0,5

სხვა

117,0

1,9

ყველაზე მეტი ტურისტი ეწვია თბილისსა და აჭარას. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 5,4 ღამეს ატარებდნენ, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 13,6%–ით ნაკლებია.
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ – 1,2 მლნ, ისინი საქართველოში ჩამოსულთა საერთო რაოდენობის 23,2%-ს შეადგენდნენ. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 21,4%) და სომხეთი (13,5%).
„საქსტატის“მონაცემებით, უცხოელებმა საქართველოში 2023 წელს დაახლოებით 12,9 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 20,5%–ით მეტია, ვიდრე 2022 წელს. თუმცა, ხარჯები ერთ ვიზიტზე 8,1%–ით შემცირდა და 2.097,4 ლარი შეადგინა.