ლავროვი: დასავლეთს ესმის, რომ პროექტ „უკრაინის“ ჩაშლა დაწყებულია

Sputnik
თბილისი, 30 იანვარი − Sputnik. დასავლეთს ესმის, რომ უკრაინული პროექტის „ჩაშლა“ დაიწყო, მაგრამ კიევის რეჟიმისთვის დახმარებას პრესტიჟისა და ეკონომიკური სარგებლის გამო არ აჩერებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.
„ციფრები, რომლებიც უკრაინაში იმარხება, ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, რომ არ დაუშვან პროექტ „უკრაინის“ ჩაშლა. თუმცა ესმით, რომ „ჩაშლა" უკვე დაწყებულია. მიუხედავად ამისა, გაჩერება არ შეუძლიათ. და არა მხოლოდ პრესტიჟის გამო, არამედ ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისითაც", − აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა 54 ქვეყნისგან შემდგარი ანტირუსული კოალიცია შექმნა, რომელიც იარაღს აწვდის „კიევის რეჟიმს“ და ცდილობს, სტრატეგიული მარცხი მიაყენოს რუსეთს.
რუს დიპლომატს მიაჩნია, რომ ანტირუსული კოალიცია კიევს მხოლოდ იმისთვის ეხმარება, რომ „რუსეთმა არ გაიმარჯვოს“.