თბილისი, 29 იანვარი − Sputnik. როგორც წესი, ინფარქტზე საუბრისას ბევრი გულის შეტევას გულისხმობს, თუმცა სინამდვილეში ინფარქტი შეიძლება სხვადასხვა ორგანოზე, მაგალითად, თავის ტვინზე დაემართოს ადამიანს, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, თავის ტვინის ინფარქტისას ადამიანს აღენიშნება:
ცნობიერების აღრევა,
სუნთქვისა და გულის რიტმის დარღვევა,
სოპორული მდგომარეობა (ღრმა პათოლოგიური ძილი) ან კომა, მეტყველების პრობლემები,
ხელ-ფეხის მოძრაობის დარღვევა.
მედიკოსების ხაზს უსვამენ, რომ თავის ტვინის ინფარქტი ყველაზე ხშირად ემართებათ არტერიული ჰიპერტონიითა თუ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს, ჭარბწონიანებს, თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიების მქონეებსა და ასევე მათ, ვინც ამისკენ მემკვიდრეობითაა მიდრეკილი.
მათი თქმით, თავის ტვინის ინფარქტი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანოს მკვებავი სისხლძარღვი იბლოკება (ვითარდება საცობი) და ამის გამო ტვინის ქსოვილი იღუპება.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, თავის ტვინის ინფარქტის პირველი ნიშნები არტერიების დაცობიდან 30-60 წუთის განმავლობაში ჩნდება.
ეს სიმპტომებია:
თავის ძლიერი ტკივილი;
გულისრევა;
მოძრაობის კოორდინაციის გაუარესება;
მხედველობის დაქვეითება;
ხელებში დაბუჟების შეგრძნება.
როგორ დავეხმაროთ ავადმყოფს
თავის ტვინის ინფარქტის დროს აუცილებლად უნდა გამოუძახოთ სასწრაფო დახმარებას. შემდეგ პაციენტი სწორ, მყარ ზედაპირზე უნდა დააწვინოთ და წნევა უნდა გაუზომოთ, რათა მედიკოსებს უთხრათ, რა მაჩვენებელი ჰქონდა მას შეტევის დროს.
გახსოვდეთ: თავის ტვინის ინფარქტის შემთხვევაში პირველ 2-3 საათს ექიმები ოქროს საათებს უწოდებენ. მართალია, კარგი იქნება, თუ დახმარების გაწევა შეტევის პირველივე საათში მოხერხდება, თუმცა არც ორი–სამი საათია ძალიან დაგვიანებული.