სომხეთში ინტერნეტ-პროვაიდერი შეფერხებით მუშაობს: მიზეზი საქართველოში კაბელის დაზიანებაა

ოპერატორი კავშირის უზრუნველყოფას სარეზერვო არხების წყალობით ახერხებს, მაგრამ შემცირებული ხარისხით.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ინტერნეტ-კავშირი „როსტელეკომ სომხეთი“ შეფერხებით მუშაობს საქართველოში პარტნიორი ოპერატორის მაგისტრალური კაბელის დაზიანების გამო. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
კაბელის აღსადგენად ავარიული სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, იტყობინება Sputnik-სომხეთი.
„ჩვენი ქართველი კოლეგები ირწმუნებიან, რომ საკითხი უახლოეს ორ საათში აღმოიფხვრება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოპერატორი კავშირის უზრუნველყოფას სარეზერვო არხების წყალობით ახერხებს, მაგრამ შემცირებული ხარისხით.
გასულ კვირას ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები ირანში დაფიქსირდა, მიზეზად დასახელდა საქართველოში გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გათიშვა, რამაც ირანის საერთაშორისო შემომავალი საკომუნიკაციო ხაზების წყვეტა გამოიწვია.