აფრიკის დასახლებაში ძლიერი ხანძარია

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. თბილისში, აფრიკის დასახლებაში პლასტმასის ქარხნის საწყობი იწვის, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.