თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს გზებზე უამინდობის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეზღუდვები ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და შეზღუდული ხილვადობის გამო იყო დაწესებული.
კერძოდ, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
აგრეთვე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვერონა-შუამთის მოანკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-60-ე კმ) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.