თბილისი, 28 იანვარი — Sputnik საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა კლუბი „ორლეანი“, რომლის შემადგენლობაში ქართველი მოფარიკავე, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი სანდრო ბაზაძე ასპარეზობს.
ტურნირს ქალაქმა მეზონ-ალფორმა უმასპინძლა.
საფრანგეთის ჩემპიონატში „ორლეანის“ ღირსებას ქართველ სპორტსმენთან ერთად ფრანგი მოფარიკავეები – ბოლად აპიტი და ძმები, ჟან-ფილიპ და სებასტიან პატრისები იცავდნენ.
FIE-ს რეიტინგის ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მადრიდის მსოფლიო თასის შემდეგ (06.05.2022) პრესტიჟული ტურნირების პრიზიორთა სამეულში ადგილი დაიმკვიდრა.