ხაშურში მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა

50 წლის მამაკაცის მსხვერპლი 16 წლის ბიჭია
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. პოლიციამ მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ხაშურის რაიონის მცხოვრები დააკავა, იუწყება „TV პირველი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მსხვერპლი 16 წლის ბიჭია, დაკავებული კი 50 წლის მამაკაცი.
სხვა დეტალები არ მჟღავნდება მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე.
სისხლის სამართლის საქმე „გაუპატიურების“ მუხლით მიმდინარეობს. ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.