თბილისის შემოგარენში მოსული თოვლის გამო გზებზე ტექნიკური მარილი დაყარეს

ამ დროისთვის დედაქალაქში საგზაო მოძრაობის მხრივ შეფერხებები არ ფიქსირდება, აღნიშნეს მერიაში.
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული თოვლის გამო ტექნიკური მარილი დაიყარა, ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს დილიდან თბილისში და თბილისის შემოგარენში თოვს.
უწყების ცნობით, გზები გაიწმინდა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, შინდისის, წავკისის ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე, წყნეთი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, წყნეთი-სამადლოს გზატკეცილზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე და სოფელ ახალდაბაში.
„შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ დროისთვის დედაქალაქში საგზაო მოძრაობის მხრივ შეფერხებები არ ფიქსირდება, აღნიშნეს მერიაში.
მერიის ცნობით, თოვლიანობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლის დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“.