დედას, რომელიც შვილს მათხოვრობას აიძულებდა, პატიმრობა შეეფარდა

ქალს 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქალს, რომელიც თავის მცირეწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა, სასამართლომ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დედა თავის არასრულწლოვან შვილს 2023 წლის ივნისიდან ქუჩაში მოწყალების თხოვნასა და ნივთების რეალიზაციას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არასრულწლოვნით ვაჭრობაში ბრალდებულ ქალს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ქალის ამ ქმედების შესახებ ცნობილი იყო კიდევ ორი პირისთვის, რომლებმაც სამართალდამცავ ორგანოებს ამის შესახებ არ შეატყობინეს. რის გამოც ერთ-ერთ მათგანი დააკავეს და სასამართლომ მასაც პატიმრობა შეუფარდა. ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული კიდევ ერთი პირი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე იმყოფება პატიმრობაში.