თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობაში შეხლა-შემოხლა მოხდა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მრჩეველს, ალბერტ ბრეგვაძესა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აპარატის თანამშრომელს, არჩილ გორდელაძეს შორის. ინციდენტის კადრები „ტვ პირველმა" გაავრცელა.
ტელეარხის ცნობით, დაპირისპირებულების გაშველებას რამდენიმე ადამიანი შეეცადა. მათ მამაკაცების დამშვიდება დროებით შეძლეს. მოგვიანებით ინციდენტი უკვე ეზოში გაგრძელდა.
წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა.
ინციდენტთან დაკავშირებით შსს-სა და პარლამენტის აპარატს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.