ფაშინიანი: საქართველო და სომხეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე მუშაობენ

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სომხეთისა და საქართველოს მთავრობები აქტიურად მუშაობენ საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე, განაცხადა თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
საქართველოსა და სომხეთის საზღვარი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია. საქართველოს გავლით სომხეთში ტვირთი შედის როგორც საქართველოდან, ისე რუსეთიდან.
„საბაჟო ორგანოები აქტიურად განიხილავენ ერთიანი კონტროლის მოდელების დანერგვას, რის შედეგადაც საბაჟო პროცედურების დრო შემცირდება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და გაზრდის სავაჭრო კავშირებს ქვეყნებს შორის.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.