თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ბათუმში საცხოვრებელი ფართების ყიდვა–გაყიდვის გარიგებების რაოდენობა 2023 წელს 9%-ით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – გაიყიდა 15.826 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარების მიმოხილვის თანახმად, ბაზრის მოცულობა 6%-ით შემცირდა და 690 მლნ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, ახალი ბინების გაყიდვა 8%-ით შემცირდა, ძველი ბინების – 15%-ით.
გასულ წელს ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 33%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 922 აშშ დოლარი შეადგინა.
ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 5,7%-ით გაიზარდა და 672 აშშ დოლარი შეადგინა.