სენაკში „საქართველოს ბანკის" ფილიალში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი— Sputnik. „საქართველოს ბანკის" სენაკის ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
გავრცელებული ინფორმაციით, დანით შეიარაღებული მამაკაცი ჯერ მოლარეს დაემუქრა და ფული მოთხოვა, შემდეგ კი ფილიალში შემოსულ მოქალაქეს 900 ევრომდე თანხა წაართვა და ბანკის ტერიტორია დატოვა.
თავდამსხმელის დაკავება პოლიციამ ცხელ კვალზე შეძლო - იგი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ტერიტორიაზე აიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.