თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს რკინიგზა გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
თბილისიდან მატარებელი გავა 10:25 საათზე, ხოლო ბათუმიდან დედაქალაქისკენ - 17:20 საათზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.