თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ერთ–ერთმა ვეტერანმა გიორგი ცინცაძემ 37 წლის ასაკში კარიერის დასრულების თაობაზე განაცხადა, იუწყება კალათბურთის ფედერაცია.
ცინცაძემ საქართველოს ნაკრებში 216 მატჩი ჩაატარა. დასკვნით თამაშს ის ევრო–2025–ის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
გიორგი ცინცაძე, რომელსაც თებერვალში 38 წელი შეუსრულდება, 2002–2003 წლების სეზონზე საქართველოს საუკეთესო მოთამაშედ და ჩემპიონატის აღმოჩენად აღიარეს.
ცინცაძეს მიღებული აქვს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო „ათწლედის ჩაწოდება“. გულშემატკივარმა მთელი მსოფლიოდან ის ბოლო 10 წლის „საუკეთესო პასად“ აღიარა 2015 წლის ევროპასკეტის მატჩებში.
ცინცაძეს პრიზი ლიეტუვის წინააღმდეგ ევრობასკეტის შესარჩევ მატჩში საგოლე გადაცემამ მოუტანა 2015 წლის სექტემბერში (საფრანგეთი, ლილი).