საფრანგეთში ფერმერების პროტესტი გრძელდება – ფოტო

საფრანგეთის პროფკავშირი მთავრობისგან მათი საჩივრის დასაკმაყოფილებლად კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს
Sputnik
ფრანგი ფერმერები უკმაყოფილოები არიან დიდი ხარჯებით, გარემოს დაცვის მკაცრი წესებითა და პროდუქციაზე არასაკმარისი ფასებით.
ბოლო დღეებში ფერმერებმა ტრაქტორებით გადაკეტეს ავტოსტრადები ქვეყნის სამხრეთში.
1 / 10

საფრანგეთში იანვრიდან ფერმერების მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება

2 / 10

ფერმერები მთავრობის პოლიტიკით არიან უკმაყოფილოები

3 / 10

ისინი აპროტესტებენ დიზელის საწვავზე ფასის ზრდას და შემოსავლების შემცირებას

4 / 10

მათ ტრაქტორებითა და კომბაინებით გადაკეტეს გზები

5 / 10

მამაკაცი ველოსიპედით მიდის გადაკეტილ გზაზე

6 / 10

ახალ აკვიტანიაში მათ პრეფექტურის შენობის შესასვლელი ჩახერგეს

7 / 10

შესასვლელთან ფერმერებმა დაყარეს თივა, ნაკელი, საბურავები და სხვადასხვა ნარჩენები

8 / 10

ფერმერები უყურებენ ხანძარს ლო და გარონას სამმართველოს ტერიტორიაზე

9 / 10

პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ პროტესტი იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება

10 / 10

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მთავრობას პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდა