თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმი აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში მომხდარი ხანძრის გამო მზადაა, დახმარების მიზნით, სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან სპეციალური ჯგუფი შექმნას.
2024 წლის 21 იანვრის მომხდარმა ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა სამხატვრო გალერეის ფონდი, რომელშიც 4 ათასამდე ნახატი ინახებოდა.
„ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.