თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ Lider Halil-ის ეკიპაჟმა ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის ხელმძღვანელობით 34 მიგრანტი გადაარჩინა, ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
„20 იანვარს, ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა“, - იუწყება სააგენტო.
სამაშველო-სამძებრო ოპერაცია 3 საათი გაგრძელდა (20:00-23:00).
კიპაჟის 14 წევრიდან სამი ქართველი მეზღვაურია: კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე, უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე და მეორე მექანიკოსი ჯივან გურგენიძე, ნათქვამია განცხადებაში.