თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა არ შეცვლის ვაშინგტონის პოლიტიკას უკრაინასთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა CBS News-თან ინტერვიუში.
შეკითხვაზე: მოახდენს თუ არა უკრაინის საკითხზე გავლენას აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის არჩევა, ლავროვმა უპასუხა:
„არ მგონია, რომ რაიმე სხვაობა იყოს, რადგან არსებობს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების, მათი საფუძვლების, მათ შორის ყველა შეთანხმების — სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ შეთანხმებეის ჩათვლით — პარიტეტის, ურთიერთნდობის, ინსპექტირების, გამჭვირვალობის და ა.შ. ნგრევის ტენდენცია. ამ ყველაფერმა რღვევა ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბუში-უმცროსის დროს დაიწყო“.
რუსი მინისტრის თქმით, ამერიკის პრეზიდენტის პირველი ნაბიჯი რუსეთთან მაშინდელი ურთიერთობების დარღვევისკენ, იყო აშშ-ის გასვლა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან.
ლავროვის განმარტებით, ვაშინგტონს საკუთარი დაუსჯელობისა და უპირატესობის გრძნობა უღრმავდება, ხოლო აშშ-ში შეინიშნება პოლიტიკოსთა თაობა, რომლებსაც „არცერთი გაკვეთილი არ გამოუტანიათ შტატების იმ მიუღებელი პოლიტიკიდან“, რომელსაც ის სსრკ-ის დაშლის შემდეგ აწარმოებდა.