დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

Sputnik
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. ჯორჯ ბუშის ქუჩაზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევა თბილისში დღეს დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.