ეკლესიაზე თავდასხმები დესტაბილიზაციას გამოიწვევს: პარლამენტის ვიცე-სპიკერი

ეკლესიის მიმართ რიგი მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აგრესიული გამონათქვამები მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ და სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ
Sputnik
მანამდე „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა სამებაში წმინდა მატრონას ხატის ისტორიაზე საუბრისას საქართველოს პატრიარქსა და ქართული ეკლესიას „სტალინისტები“ უწოდა.
სკანდალი დაიწყო შობის წინა ღამეს, როდესაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიორგი კანდელაკმა სოცქსელებში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამებაში ერთ-ერთ ხატზე გამოსახულია სტალინი. ამის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ ხატს საღებავი მიასხა, პასუხად მართლმადიდებლობის მვცველებმა და კონსერვატორებმა გამართეს საპროტესტო აქცია, სადაც ქრისტიანული სიწმინდეების შემლახველთა დასჯა მოითხოვეს.