უამინდობა საქართველოში: გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები ამოქმედდა

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.
Sputnik
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ს ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-60-ე კმ (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.