თბილისში ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

Sputnik
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც დიდუბის რაიონში გაზის მიწოდება 23-24 იანვარს 12 ათასამდე აბონენტს შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი".
კერძოდ, გაზის მიწოდება შეწყდება 23 იანვარს 13:00 საათიდან. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 24 იანვრის 12:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათამდე.
ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება საცხოვრებელ კორპუსებს, სახლებს, კომერციულ ობიექტებს, საბიუჯეტო ობიექტებს და ა.შ.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე.
კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.