მსოფლიო დღეს

საქართველოში კაბელის გათიშვამ ირანში ინტერნეტის მუშაობა შეაფერხა

ორშაბათს დილით მომხმარებლები ინტერნეტის მუშაობაში სერიოზულ შეფერხებებს აფიქსირებდნენ.
Sputnik
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გათიშვამ ირანის საერთაშორისო შემავალი საკომუნიკაციო ხაზების გათიშვა გამოიწვია, იუწყება ირანის სააგენტო Mehr.
ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები ირანში გასულ კვირას, 21 იანვარს გაჩნდა.
კომპანია structure Сommunications-ში აცხადებენ, რომ საქართველოში პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ტექნიკური ღონისძიებები ტარდება.
სააგენტოს ცნობით, დღევანდელი დილის მდგომარეობით, მომხმარებლები ინტერნეტის მუშაობაში სერიოზულ შეფერხებებს აფიქსირებდნენ.