ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შეზღუდვა 23 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერიის პრესსამსახური.
კერძოდ, შეზღუდვა 23 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.
სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).
გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.