Madrid Fusión: ჯადოსნური ქართული სამზარეულო წელს ჩვენი სტუმარია

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.
Sputnik
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა გასტრო-კონგრესმა Madrid Fusión-მ სოციალურ ქსელში საქართველოს შესახებ კიდევ ერთ პოსტი გამოაქვეყნა და ქართულსამზარეულოს ჯადოსნური უწოდა.
საქართველო კონგრესზე Madrid Fusión 2024, რომელიც 29-31 იანვრის პერიოდში ჩატარდება, სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
„ჯადოსნური ქართული სამზარეულო წელს Madrid Fusión-ის კონგრესს ეწვევა. საქართველო წელს ჩვენი სტუმარი ქვეყანაა, ეს არის ტურისტული მიმართულება, რომელიც მოგაჯადოებთ", - ნათქვამია პოსტში.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული იქნება ე.წ. Show Kitchen.
Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.
სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.
გასტრო-კონგრესზე Madrid Fusión 2024 ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, აშშ, არგენტინა, კოლუმბია, კორეა, ფილიპინები, ჩილე და სხვა ქვეყნები წარდგებიან.