თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი 20 იანვრიდან 22 იანვრამდე დროებით იცვლება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის მთლიან გამზირზე ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რის გამოც ორი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება.
კერძოდ, N311, N327 ავტობუსები და N458, N476, N504 მიკროავტობუსები, რომლებიც წერეთლის გამზირიდან მოძრაობას წინამძღვრიშვილის ქუჩისკენ აგრძელებენ, ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
ხოლო, უკუმიმართულებით წერეთლის გამზირისკენ მოძრაობისას, N320 ავტობუსი და N536, N551 მიკროავტობუსები აღმაშენებლის გამზირზე აღარ შევლენ და მოძრაობას თამარ მეფის გამზირზე გააგრძელებენ, შემდეგ კი წინამძღვრიშვილის ქუჩით წერეთლის გამზირს დაუკავშირდებიან.
N476, N458 მიკროავტობუსები სადგურის მოედნისკენ მოძრაობისას, დავით ყიფიანის ქუჩიდან სვლას აღმაშენებლის გამზირისკენ გააგრძელებენ, რის შემდეგაც თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით აბასთუმნის ქუჩას დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, სადგურის მოედნიდან თამარ მეფის გამზირს და აღმაშენებლის გამზირს დაუკავშირდებიან, ხოლო შემდეგ, დავით ყიფიანის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
2023 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა. გუშინ, 16 იანვარს კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა.